ხარაგაულის N2 სკოლაში, კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა
18-05-2023

დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა.

პროექტში სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რომელთა პედაგოგი მარინე მაღრაძე გახლავთ.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო თემებზე იმუშავეს.

მათ ასევე სკოლაში, აღნიშნულ თემაზე  პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაციები შემდეგ საკითხებზე: აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღევანდელობამდე, საცხოვრებელი გარემო, რელიგია, საერო და სასულიერო ძეგლები, ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა, ფოლკლორი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება აფხაზი და ქართველი ხალხის საერთო წარსულის, ურთიერთობისა და ერთიანი თანაცხოვრების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მათ მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203