
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, საინტერესო გაკვეთილი სკოლის მე-6 კლასში, ხელოვნებაში ჩატარდა.
გაკვეთილზე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ უნიჭიერესმა მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს.
პრეზენტაციაზე მათ ტექნოლოგიები გამოიყენეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
„მადლობა საყვარელ მაკა მასწავლებელსა და ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს. გვეამაყებით და გვეიმედებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: