ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ
18-05-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 

ამჯერად ეკოკლუბის წევრების ინიციატივით, მოსწავლეები 16 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოსწავლეთა რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ  მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები: ლიზი მშვენიერაძე, მარიამ კვინიკაძე და ანა გელაშვილი. 

მოსწავლეები კონფერენციაზე წარდგნენ მოხსენებით თემაზე - „გლობალური დათბობა“. 

აღსანიშნავია, რომ მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრები დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203