მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები წყლის რესურსების დაცვის კამპანიას შეუერთდნენ
18-05-2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეები წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიას შეუერთდნენ.

როგორც სკოლაში, გვიყვებიან,  სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებთან, მეცხრეკლასელებმა ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებელ თინათინ აბულაძესთან ერთად, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა-პრეზენტაცია ​ჩაატარეს.

„მოსწავლეებს დაურიგდათ ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო წყლის რესურსების პრობლემის შესახებ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნული შეხვედრა მოსწავლეთათვის საინტერესო და ინფორმაციული იყო, რომელმაც მათ ცოდნა შემატა.

შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203