თბილისის N177 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამარ კოპაძემ ლიტერატურულ კონკურსში ჟიურის სპეციალური სიგელი დაიმსახურა
18-05-2023
თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კონკურსსა თუ აქტივობაში აქტიურად ერთვებიან. 

საქართველოს მასშტაბით, კონკურსი - „სიყვარულით დანახული სამყარო“ ჩატარდა. მასში მე-7 კლასის მოსწავლე თამარ კოპაძე მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და ღირსეულად იასპარეზა. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. თამარ კოპაძემ კი ჟიურის სპეციალური სიგელი დაიმსახურა.

მისი დამრიგებელი ინგა ნავდარაშვილია. სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203