ქართული ენის დღესასწაული პირველი ობჩის საჯარო სკოლაში
18-05-2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. 

შესაბამისად, პირველი ობჩის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს, ქართველი ერისთვის მისი მნიშვნელობა განსაზღვრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად აუცილებელია ენის შენარჩუნება ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობისთვის

„ქართული ენით შეკავშირებულმა ერმა შექმნა თვითმყოფადი, უკვდავი კულტურა და ხელოვნება, ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე…

ენა დედაა ერისა“ - მოსწავლეებმა, ვაჟა-ფშაველას სიტყვები მოიხმეს და მისი მოსაზრება გაიზიარეს. 

ვუსურვებთ ჩვენს ერს, არასოდეს დაეკარგოს დედა - ქართული ენა!“ -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203