ზეგნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები
18-05-2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები საინტერესო აქტივობებში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღნიშნეს.

მათ გარემოსდაცით დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.

ბავშვებმა, შერჩეულ ადგილზე ხეები დარგეს და გარემო გაამწვანეს. მათ ასევე თემატური ნახატები და პლაკატები მონდომებით შექმნეს.

მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

„მადლობა ჩემო მერცხლებო ამ შთამბეჭდავი „დედამიწის დღის“ მეტად საინტერესოდ წარმოჩენისათვის. მადლობა ჩემს მეგობრულ პედაგოგიურ კოლექტივს თანადგომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203