თბილისის N21 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
18-05-2023
თბილისის N21 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი - „რა? სად? როდის?“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 


„საუკეთესო სკოლა, საუკეთესო ბავშვები, საუკეთესო კოლექტივი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203