მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება მარელისის საჯარო სკოლაში - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მეექვსეკლასელებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა
18-05-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში პედაგოგმა - ირინა კუპატაძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებით ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი ყველა მოსწავლისთვის მამოტივირებელი აღმოჩნდა.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა აიმაღლეს.

„წარმატებები მოსწავლეებსა და პედაგოგს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მსგავსი გაკვეთილები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203