ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლის - ლუკა მოდებაძის წარმატება ინტელექტუალურ პროექტში
18-05-2023

წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა მოდებაძე პროექტში - „რჩეული“, წარმატებით მონაწილეობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან პროექტი, ხარაგაულის კინოთეატრში, ახალგაზრდული ფესტივალის, „გაზაფხულის ხარაგაულის“,  ფარგლებში, ხორციელდებოდა.

პროექტის ფინალური შეხვედრის თამაშს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო, თამაშს კი, პროექტის ავტორი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი უძღვებოდა.

ფინალურ შეხვედრაზე რჩეულის ტიტულისთვის იბრძოდნენ:

  • გიორგი სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა; 
  • ლუკა თაბუკაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლა; 
  • ელენე გორგაძე - ბორითის საჯარო სკოლა; 
  • ლუკა მოდებაძე - ლაშის საჯარო სკოლა; 
  • თამთა პავლაძე - ბორის საჯარო სკოლა; 
  • ბაჩუკი ღონღაძე - ვარძიის საჯარო სკოლა; 
  • დემურ ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა;
  • ლიზი დევდარიანი - N3 საჯარო სკოლა;
  • ნინო ცუცქირიძე - მოლითის საჯარო სკოლა.

თამაშის მიმდინარეობისას მონაწილეთა პასუხები სპეციალურმა ჟიურიმ შეაჯამა, აღსანიშნავია, რომ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იზა ვეფხვაძე, მარინა ვეფხვაძე და ალექსი კიკნაძე.

„რჩეულის“, ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსის პირველ ტურში 300 მოსწავლე მონაწილეობდა, მე-2 ტურში 26 საუკეთესო მოსწავლე გადავიდა, დასკვნით ეტაპზე გადასული 9 ფინალისტმა კი „რჩეულის“ ტიტულისთვის იბრძოლა.   მოსწავლეს ერგო.

ლუკა მოდებაძემ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. 

„ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლუკა მოდებაძეს ვულოცავთ პროექტში მიღწეულ წარმატებას!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203