ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის ფინალური ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.
თამაშში - „რა? სად? როდის?“, თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინტელექტუალური თამაშის პერიოდში, ფინალურ ტურში, VI კლასიდან XII კლასის ჩათვლით მონაწილეობდა სულ ხუთი გუნდი: „არწივი“, „მიჩურინის ვაშლი“, „შირა“, „ფენიქსი“ და „ჰოგვორცი“.
ფინალური ტურის ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „ფენიქსი“ და „ჰოგვორცი“, ეს შეხვედრა გუნდი „ფენიქსის“, წარმატებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მონაწილე ბავშვები დამსახურებული სიგელებით დაჯილდოვდნენ. დღის საუკეთესო მოთამაშედ კი, X კლასის მოსწავლე მარიამ გაგოშიძე დასახელდა.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ ფუნქციური უნარები, გაიზარდა მათი მოტივაცია ინტელექტუალური თამაშების მიმართ და გამოთქვეს სურვილი ყოველ სეზონზე აქტიურად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში.
ხიდრის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორ მასწავლებლებს: ნათელა და ხათუნა ბერაძეებს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის.
იხილეთ ფოტოები: