წიფის საჯარო სკოლაში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მიეძღვნა
18-05-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლაში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქტივობას  სამედიცინო კაბინეტი შეუერთდა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის თემაა: „სწორად გაიზომეთ არტერიული წნევა, აკონტროლე იგი და იცხოვრეთ დიდხანს“. 

შეხვედრის ხელმძღვანელმა არტერიული წნევის გაზომვის მნიშვნელობის და მისი სწორად გაზომვის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე, განსაზღვრეს გამომწვევი მიზეზები: ჭარბი წონა/სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, მარილის ჭარბი მოხმარება, ნერვული დაძაბულობა და ა.შ.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ზემოთჩამოთვლილია ის რისკფაქტორები, რომელთა კორექციით შესაძლებელია ჰიპერტენზიის განვითარების რისკის შემცირება.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის - არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევა) ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო კაბინეტს ნინო ღამბაშიძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203