ხარაგაულის N3 სკოლის ეკოკომიტეტის წევრები დადიანების სასახლის საგანმანათლებლო პროგარმაში მონაწილეობდნენ
18-05-2023
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას აგრძელებს. 

ამჯერად, ხარაგაულის N3 და მარელისის საჯარო სკოლების ეკოკომიტეტის წევრები ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანმანათლებლო პროგარმაში - „დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა სასახლის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს, მოისმინეს და ნახეს ვიდეომასალა, მიიღეს ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის შექმნასა და განახლების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც სკოლაში ამბობენ, ახალგაზრდებმა აჩვენეს თავიანთი ცოდნა და ინტერესი ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე.

შემდეგი აქტივობა ჯგუფურ მუშაობას ითვალისწინებდა. მოსწავლეებს მაგიდებზე საჭირო რესურსები დახვდათ, 20 წუთის განმავლობაში მათ შექმნეს 6 არაჩვეულებრივი პროდუქტი, სადაც თავიანთი თვალით დანახული ეკოლოგიური პრობლემები წარმოაჩინეს.

„პრეზენტაციის დროს გამოიკვეთა, რომ ეს არის გლობალური პრობლემები, მსგავსი პროექტები და აქტივობები კი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიის კუთხით.
ეკოკომიტეტის წვრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა განახლებული ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნებამ.
მადლობა ხარაგაულის მერიისა და კულტურის სამსახურს ხელისშეწყობისთვის, ჩვენი სკოლის პედაგოგს, ეკოკომიტეტის წევრს, მერის პირველ მოადგილეს - ვარლამ ჭიპაშვილს თანადგომისთვისა და მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის, მარელისის საჯარო სკოლას ჩვენი გამოწვევის მიღებისთვის, თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის, მშობელსა და მასწავლებელს თანადგომისთვის. მადლობა პროექტს - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ხელმძღვანელობას, რომ მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო ნათლად დაგვენახა ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები. „წარმატებები თითოეულ ეკოსკოლელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203