ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დათო ბოლქვაძემ ესეების კონკურსში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, ესეების კონკურსში - „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ მე-10 კლასის მოსწავლე დათო ბოლქვაძე მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და წარმატებას მიაღწია. კერძოდ, მოსწავლემ მაქსიმალური 10 ქულიდან, 9 მიიღო.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„დათო ბოლქვაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას უხდის დათო ბოლქვაძესა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ როენა ხოზრევანიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: