ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
18-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა თუ პროექტებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სხალთის ხეობის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. მასში ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

შეხვედრისას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეიარაღების სტრუქტურის, ქართველი ჯარისკაცების პატრიოტული სულისკვეთების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ეროვნული გმირები გაიხსენეს.

„ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები. მადლობა თავდაცვის სამინისტროს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203