„დათვის წვეულება“- თბილისის N190 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ინსცენირებული გაკვეთილი
თბილისის N190 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და აქტივობებს იყენებენ. ამჯერად, ქართული ენის პედაგოგის - ნანა ვარდოსანიძისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგის - ია კუჭაძის ხელმძღვანელობით, მე-3დ კლასში ინტეგრირებული ინსცენირებული გაკვეთილი - „დათვის წვეულება“ ჩატარდა.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობები ხშირად ეწყობა.