ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრა გამართეს 
18-05-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ. 

სკოლას თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი სერჟანტი - თეიმურაზ ხაბურზანია და სერჟანტი - შავლეგ თირქია ესტუმრნენ.

„პრეზენტაციას, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების ტექნიკურ აღჭურვილობაზე, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობასა და საქართველოში არსებულ სამხედრო სასწავლებლის, ჩვენი ჯარისკაცების გმირობის შესახებ, სკოლის VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა საინტერესო და შინაარსიანი იყო.

შეხვედრაში მონაწილე აქტიურ მოსწავლეებს - კვირიკე გირგვლიანს და მარიამ ხვინთელანს სტუმრებმა სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203