„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ - თამარისის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ განხორციელდა, რომელთა ავტორები პედაგოგები: ციცინო აბრამიშვილი და ნაირა გულედანი იყვნენ.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო ნამუშევრები შეიქმნა, რომლის მეშვეობით, სასკოლო საზოგადოება უკეთ გაეცნო აფხაზეთის ისტორიას, მის ბუნებასა და ღირსშესანიშნაობებს.

ნაშრომებში წარმოჩენილი იყო ავტორთა შემოქმედებითი უნარები და ხედვები.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203