ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში​ სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
18-05-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო ფესტივალი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

ფესტივალის ორგანიზატორები სკოლის სპორტის მასწავლებლები: ნონა შუბითიძე და მაიკო ბეგიაშვილი იყვნენ.

სპორტულ აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა შეჯიბრში შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს სპორტის მიმართ ინტერესს უღვივებს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203