შთამბეჭდავი აქტივობა ჭრებალოს საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა სკოლის ეზოს ხეები „აამეტყველეს“
18-05-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო საათის ფარგლებში, გარემოს დაცვის მიმართულებით მორიგი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა მ.მაჭავარიანის - „საკუთარი სიცოცხლის შემოკლება“, განხილვას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ტექსტის წაკითხვის შემდეგ აღმოაჩინეს თუ რა საფრთხეები ემუქრება გარემოს, ადამიანის უხეშად ჩარევის შედეგად და განსაზღვრეს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის წვლილი ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის.
ბავშვებმა ასევე წერილები დაწერეს, „აალაპარაკეს“ სკოლის ეზოს ხეები და გამოხატეს თავიანთი ემოციები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს