„შექსპირის დღე“ - ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პროექტი
18-05-2023
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე- „შექსპირის დღე“, იმუშავეს. 

პროექტი, სკოლაში „უცხო ენის კვირეულის“ მეორე დღეს, 17 მაისს, მე-7 კლასისა (დამრიგებელი და ინგლისურის მასწავლებელი ნათია ყანჩაველი) და მე-9 კლასის (დამრიგებელი და ინგლისურის მასწავლებელი ნათია აბულაძე) მოსწავლეებმა წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილე ჯგუფების წევრები სასკოლო საზოგადოებას დიდ დრამატურგზე და მის პიესებზე - „რომეო და ჯულიეტა“, „იულიუს კეისარი“, „ვენეციელი ვაჭარი“, „მაკბეტი“ და „ოტელო“,  ესაუბრნენ. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ასევე გაითამაშეს სცენა „ჰამლეტიდან“. 

პრიექტში მონაწილეობდნენ
 ელენე უხუტაშვილი, ანასტასია კუჭავა,  ნატალი ხამაშურიძე, მარიამ კუჭუხიძე, ნინი კუჭავა და ანიტა იობიძე. მე-9 კლასიდან კი -  ნანუკა მაწკეპლაძე, ლიზი გელაშვილი, ნატალი გიგიაძე, ვიქტორია გიგიაძე, ბექა ბაბუნაშვილი, ნემსიწვერიძე გიორგი, კურდღელია გიორგი, ჩიხლაძე ლიზი, მელაშვილი მარიამი და ნანა ცნობილაძე. 

აღსანიშნავია, რომ პროექტმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203