„გეომეტრიული ობიექტები“ - პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
18-05-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

დავალება II კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის გაკვეთილზე, მასწავლებელ მანანა მიქაძის ხელმძღვანელობით შეასრულეს, თემაზე - „გეომეტრიული ობიექტები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საბოლოო პროდუქტები პოსტერების სახით წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ნამუშევრები პასუხობდა მთავარ საკვანძო კითხვებს:

  • როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან გეომეტრიული ფიგურები?
  • როგორ გამოვიყენო გეომეტრიული ფიგურების ცნობა პრაქტიკულად?
„წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს და საგნის მასწავლებელ მანანა მიქაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203