ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარე განათების მაკეტი დაამზადეს
18-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, STEM მიმართულებით საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გარე განათების მაკეტი დაამზადეს, ნამუშევარი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

მაკეტში საქართველოს ისტორიული ძეგლები: ვარძია და რაბათის ციხე იყო გამოსახული. 

აღსანიშნავია, რომ წრის ხელმძღვანელი რიპსიმე აროიანი გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეთა ტექნიკური უნარების განვითარებასა და მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას დიდი ყურადღებას აქცევს, სწორედ ამიტომ მოსწავლეებთან STEM მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203