გურიფულის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა გერგაია მე-3 კლასელებთან „აქტივობის ბარათებს“ აქტიურად იყენებს
19-05-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის მასწავლებლები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს მიმართავენ და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ. 

„გაკვეთილზე აქტიურად ვიყენებთ „აქტივობის ბარათებს“, რაც საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ არგუმენტირებული მსჯელობის, შედარების, დაკვირვების უნარ-ჩვევა“,- გვეუბნება პედაგოგი ეკა გერგაია, ის Ill კლასში სწავლებისას „აქტივობის ბარათებს“ მიმართავს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება. 

აღსანიშნავია, რომ გურიფულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს ყოველთვის სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203