პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ემეგობრე“ ფარგლებში, დილისკის N1 სკოლას ესტუმრნენ
18-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მოსწავლეები პროექტის - „ემეგობრე“ ფარგლებში დილისკის N1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ გულთბილად უმასპინძლეს. 

ადგილზე წარმოდგენილი იყო როგორც სომხური კერძების ტრადიციული რეცეპტები, ისე თავად კერძებიც. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, თანატოლებს დაუახლოვდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ვიზიტი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პტენის საჯარო სკოლაში დილისკის N1 საჯარო სკოლას, მასპინძლობისთვის, მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203