„ჩემი საყვარელი ამინდი და ტანსაცმელი“- გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა
18-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-2 კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა - ნატო ვანაძემ ღია გაკვეთილი - „ჩემი საყვარელი ამინდი და ტანსაცმელი“ ჩაატარა. 

მოსწავლეებმა, თემასთან დაკავშირებით, დავალებები წარადგინეს, ისაუბრეს მათ საყვარელ ამინდზე და თუ რომელ ამინდში როგორი ტიპის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან.

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილი დატვირთული იყო აქტივობებით, რაშიც მოსწავლეები სრულად იყვნენ ჩართულები. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდმა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203