ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში, სასკოლო კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
18-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელობით, კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, სასკოლო ღონისძიება ჩატარდა.
ის სკოლის დირექტორმა ამირან აბულაძემ გახსნა. მან საინტერესოდ ისაუბრა, სიტყვის დასრულს კი მოსწავლეებს მშვიდ და ერთიან საქართველოში გათენებული ხვალინდელი დღე უსურვა.
როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებაზე მოსწავლეთა შესრულებით სულშიჩამწდომი ლექსები და ჩანახატები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, გამოფენილი იყო ნახატები მოსწავლეთა შემოქმედებიდან.
„ღონისძებამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე მასწავლებლებსა და მოსწავლეებში. მადლობას ვუხდით მანანა ქამდაძეს და ცისმარ აბულაძეს, გაწეული შრომისათვის და ყველა მოსწავლეს თავისი წვლილის შეტანისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს