გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
18-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი, ამ დღეს არაერთი აქტივობა მიეძღვნა.
ამჯერად, მოსწავლე-მასწავლებლებმა აქტივობები 9 აპრილს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგ, ზევი ჩიტაიას ხელმძღვანელობით, პროექტი - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, დაესწრენ ღონისძიებას, დაღუპულ გმირთა სახელზე ეკლესიაში სანთლები დაანთეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და პრეზენტაცია გამართეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა პედაგოგ მაკა ნიკოლავას, ხელმძღვანელობით, პროექტი - „9 აპრილი-დაცემა და ამაღლება" განახორციელეს. მათ ინფორმაცია და ფოტო მასალა მოიძიეს, კედლის გაზეთი მოამზადეს, ესე დაწერეს და გააკეთეს პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს