წალკის N2 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ნერგები დარგეს
18-05-2023
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. „ხეების დარგვა საკუთარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ!“- აღნიშნავენ სკოლაში, რომლის პედაგოგები მომავალი თაობის ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა (III-IV), კლასის დამრიგებლების - ნაზი ჯიმშერაძისა და თამილა არღვლიანის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ხის ნერგები დარგეს.

მოსწავლეები გამწვანების აქციაში ხალისით ჩაერთნენ. პატარები ბუნების მოფრთხილებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203