„საქართველოს კუთხეები“ - შთამბეჭდავი პროექტი გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში
18-05-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, პროექტი - „საქართველოს კუთხეები“.

პროექტის ორგანიზატორი საზოგადოებრივი და ესთეტიკური მეცნიერების კათედრა - მასწავლებლები: თამარ ზაბახიძე, ნონა კიპაროიძე და მარო ნოზაძე იყვნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს კუთხეების: იმერეთისა და სამეგრელოს გაცნობას, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების პოპულარიზაციას მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს. 

„პროექტი განხორციელდა მშობლების აქტიური ჩართულობით, რაც სკოლის წარმატების გარანტია. უღრმესი მადლობა სასკოლო საზოგადოებას, სკოლის დირექტორს - ნარგიზ სამხარაძესა და პროექტში მონაწილე თითოეულ მასწავლებელს და მოსწავლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203