მანავის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო
18-05-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა. 

მანავის საჯარო სკოლის  IV კლსის მოსწავლეები, რომელთა ხელმძღვანელი ანა რცხილაძე გახლავთ, ხალისით ჩაებნენ მნიშვნელოვან პროექტში - „22 აპრილი დედამიწის დღეა“.

მშობელთა ჩართულობით და ბავშვების მონდომებით, აქტივობის მონაწილეებმა სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია გულდასმით დაასუფთავეს.

ასევე, მოსწავლეებმა ნარგავები და ყვავილები დარგეს, სკოლის ეზო მოხატეს და სკოლის დერეფანში, ნახატების გამოფენა მოაწყვეს. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბავშვებმა მეტი გაიგეს ეკოლოგიურ საკითხებზე და მათი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვასთან მიმართებაში უკეთ გაიაზრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203