„გავალამაზოთ ჩვენი გარემო“ - ციხიის საჯარო სკოლის კლუბის - „მწვანე სავანე“ საინტერესო აქტივობა
18-05-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი მიმართულებით ეკოკლუბი აქტიურად მუშაობს. 

ამჯერად კლუბმა - „მწვანე სავანე“ მორიგი აქტივობა - „გავალამაზოთ ჩვენი გარემო“, ჩაატარა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრები, კურატორებთან - ლალი ბუხაიძესა და ცირა კაკუშაძესთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ ამ გამოწვევაში და თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხელით თითო ქოთანი ყვავილი შემატა სკოლის შიდა სივრცეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობით ბავშვებმა დირექციისგან მოწონება დაიმსახურეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203