„გამიცანით, მე ვარ....“- თბილისის N178 საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროფესიონალი მასწავლებლები კი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტ „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში, სასკოლო ღონისძიება - „გამიცანით, მე ვარ....“ გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროექტის ხელმძღვანელები ლია ჯანაშია და ციცინო ჯაბახიძე არიან.
იხილეთ ფოტოები: