„ვინ იქნება პირველი?“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველ კლასში ვიქტორინა გაიმართა
18-05-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, პირველ კლასში, პედაგოგ მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „ვინ იქნება პირველი?“ ჩატარდა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, საერთო ცოდნის შემოწმება, არსებული ცოდნის გააქტიურება და გამოყენება, ასევე, ყურადღების კონცეტრაცია და საკუთარი თავის წარმოჩენა იყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა საგნის ცოდნა და კრიტიკული აზროვნების უნარი გამოავლინეს. გამარჯვებულს კი სერტიფიკატი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს