ჯვარისის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
18-05-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში პედაგოგ მარი გიორგაძის ხელმძღვანელობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე პირველკლასელებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

პრეზენტაციია იაკობ გოგებაშვილის მოთხობებს შეეხებოდა.

მოსწავლე ვლადიმერ კვახაჯელიძემ პრეზენტაციის თემად, იაკობ გოგებაშვილის „თხა და გიგო“ აირჩია. პირველკლასელი ლიზი გიორგაძის თემა იაკობ გოგებაშვილის „კეთილი სანდრო“ იყო, საბა გიორგაძის თემა კი  - იაკობ გოგებაშვილის „ვანო და ქვევრი“.

მოსწავლეებმა ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს და ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203