ჯვარისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს მათემატიკის და ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
18-05-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი -  მათემატიკაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც მათემატიკის პედაგოგი ირაკლი კიკვაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ობოლაძე ხელმძღვანელობდნენ. 

გაკვეთილის თემა გახლათ - რიცხვითი სახელი და რიცხვები. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსი შესთავაზეს. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203