ძევრის საჯარო სკოლის მორიგი ისტორიულ-საგანმანათლებლო პროექტი ეგრისის უძველეს დედაქალაქში
18-05-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, მორიგი ისტორიულ- საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
წინაპართა ნაკვალევზე მოსწავლეებმა პროექტი ეგრისის უძველეს დედაქალაქში ჩაატარეს.
მოსწავლეებმა, საქართველოს დროშები ააფრიალეს და პატრიოტული სულისკვეთებით ემოციური წარმოდგენა მოაწყვეს, სადაც ერთ-ერთმა მათგანმა - ლუკა ფანჩულიძემ საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსი მხატვრულად წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში, მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს, რის გამოც ადმინისტრაციამ ნიჭიერი მოსწავლეები უმაღლეს დონეზე შეაფასა.
„ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება...ფესვებიდან“, ციხე გოჯი-არქეოპოლისი“ საქართველო - ფარნავაზის და ქუჯის თანხმობის შედეგი“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
„ჩემი ჭკვიანი მოსწავლეები და უზომოდ გახარებული მე, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის მშობლებს და სკოლის მძღოლს კრუზოს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს