მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში ჩრდილების თეატრი დაიდგა. წარმოდგენა მესამე კლასის მოსწავლეებმა,
საგან ბუნებისმეტყველებაში, წარმოადგინეს, თემაზე - „კომბლე“.
მოსწავლეები დადგმაში დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ, თეატრალური წარმოდგენა სასკოლო საზოგადოებაში, დიდი სიამოვნებით წარადგინეს და დამსწრეთა მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიებას პედაგოგი ინგა ხოზრევანიძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ვიდეო: