„STEM 21-ე საუკუნის საწყისი და მომავალია“-ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგ ხათუნი ასანიძის თანაავტორობით საერთაშორისო პლატფორმაზე პროექტი ხორციელდება
18-05-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლას პროფესიონალი, მოსწავლეთა განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

ერთ-ერთი ასეთი კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძეა. ის eTwinning პლატფორმაზე საავტორო ქართულ პროექტს - „STEM 21-ე საუკუნის საწყისი და მომავალია“ ნუკრიანის საჯარო სკოლის პედაგოგ ლია სუთიაშვილთან ერთად ახორციელებს.

პროექტში, საქართველოს მასშტაბით, 10 საჯარო სკოლაა ჩართული.

15 მაისს კი საინფორმაციო შეხვედრა ჩართული სკოლების მოსწავლეებთან და მშობლებთან გაიმართა, სადაც საგნის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია დასავლეთ ევროპაში მდებარე უნიკალური ლაბორატორიის CERN-ის შესახებ.

„ყველასათვის ცნობილია STEM პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა, რაც მოს­წავ­ლე­ებ­ში ავი­თა­რებს ნებისყოფას, გა­ნაწყობს, გა­დაჭ­რან მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობლე­მა. პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად მათ იმ ცოდ­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოუწევთ, რაც სხვადასხ­ვა საგ­ნებ­ში შე­ი­ძი­ნეს. ამ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც პროექ­ტის გაც­ნო­ბის დროს, მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის პრო­ცეს­ში, უნ­და გა­უჩ­ნ­დეს მოს­წავ­ლეს.
გავიცანით საამაყო ქართველი მეცნიერები რომლებიც ამ ლაბორატორიაში წარმატებით მოღვაწეობენ, ავიმაღლეთ ცნობიერება როგორ ხდება tinkercad-ზე რეგისტრაცია, რათა შემდგომ აქტივობების განსახორციელებლად მოსწავლეებმა შეძლონ და შექმნან საინტერესო პროდუქტი, ძალიან საინტერესო იყო ქიმია-ბიოლოგიის ინტეგრირებული სტემ პროექტი café -Ki-ის შინაარსი თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისათვის და ბოლოს, რა როლი აქვს არაფორმალურ განათლებას და კლუბებს სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს თავიანთი შექმნილი პროდუქტი „ჭკვიანი ჯოხი“. უღრმესი მადლობა თითოეულ გამომსვლელს, მადლობა მშობლებს, ჩვენ კიდევ ერთხელ მათთან ერთად შევჯერდით და გავაანალიზეთ, რომ STEM სწავ­ლე­ბას შეუძლია მოს­წავ­ლე იმ უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვოს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი ეპო­ქის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბი­სა და ინტეგრაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203