მაღლაკის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდმა ამხანაგურ მატჩში გაიმარჯვა
18-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდა. 

მატჩი სოფელ ფარცხანაყანევის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ერთმანეთს მაღლაკის N1 საჯარო სკოლისა და სენაკის საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“, გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 

როგორც სკოლაში გვიყვებოდნენ, შეხვედრა დაძაბულად და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

საბოლოოდ თამაში, 4:3 ანგარიშით დასრულდა, გამარჯვება მაღლაკის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრებისკენ წახალისებასა და ამ მიმართულებით მათ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203