ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კადეტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
18-05-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრები ეწყობა.

სკოლაში, ამჯერად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და სასწავლო კურსის ინსტრუქტორი იმყოფებოდნენ.​ 

მათ სკოლაში ქუტირის, გოჩა ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, კუხისა და გუბის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გამართეს.

სასწავლო კურსის ინსტრუქტორი და კადეტები მოსწავლეებს ლიცეუმის შექმნის ისტორიაზე, ცხოვრების წესებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ესაუბრნენ.

ივანდიდის საჯარო სკოლაში სტუმრად მოსულ კადეტებს შორის ერთ-ერთი გახლდათ ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე, ამჟამად წარმატებული კადეტი ნიკოლოზ სულაბერიძე. რომელსაც ლიცეუმის დროშის აღმართვის ტრადიციულ ღონისძიებაში ორჯერ ხვდა პატივი დროშის აღმართვისა, საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადების დონისა და დისციპლინით გამორჩეულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება და კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავს.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ივანდიდის სკოლის კიდევ ორი წარმატებული მოსწავლე ირიცხება:  გიორგი ჩანქსელიანი და ჯიმშერ ხაჭაპურიძე. რომლებიც ასევე წარმატებით განაგრძობენ ლიცეუმში სწავლას.

„წარმატებებს ვუსურვებთ მათ და მათ გვერდით მყოფ ყველა კადეტს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203