ქართული ენის დღესასწაული წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში 
18-05-2023

წალენჯიხის N2 სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ისეთი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა (თავმჯდომარე ქეთო ღვინჯილია) და მოსწავლეთა თვითმმართველობის თანამშრომლობით, სკოლაში დაიგეგმა და ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული (2023 წლის 10 აპრილდან 18 აპრილდე).

გამოიცა და დერეფანში გამოიკრა კედლის გაზეთები. გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო ესეს, კალიგრაფიის, ნახატის, ლოგოსა და მხატვრულ კითხვაში გამარჯვებულის გამოსავლენად. ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი, მხატვრული კითხვის საღამო.

დაგეგმილ კვირეულში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სიგელით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დედაენისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა ხალისიანად და საინტერესოდ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203