„შუქნიშანი“ - ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო STEM პროექტზე იმუშავეს 
17-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, STEM მიმართულებით,  პირველი პროექტი - „შუქნიშანი“ განხორციელდა.

პროექტში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, საინტერესო მაკეტები დაამზადეს, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს პედაგოგი რიპსიმე აროიანი ხელმძღვანელობდა. 

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათში კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას, ვინც პროექტის წარმატებით განხორციელებაში წვლილი შეიტანა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ მოსწავლეებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ პროექტის განხორციელებაში, ასევე უღრმესი მადლობას პროექტის ხელმძღვანელებს მათ შორის, ქეთევან კურცხალიას, რომ მისცეს სოფლის სკოლებს ინოვაციური პროექტების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს  ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203