„ჭადრაკის პირველი ნაბიჯები პირველკლასელთათვის“- შთამბეჭდავი აქტივობა ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში
17-05-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის პირველკლასელები ჭადრაკს დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან, ამაში კი დიდი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით, რომლებიც პატარებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი აქტივობა - „ჭადრაკის პირველი ნაბიჯები პირველკლასელთათვის“ ჩატარდა.
ჭადრაკის ფიგურების ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეები გუნდებად დაიყვნენ. თამაშის მონაწილე ცოცხალი ფიგურები „მეტოქე“ მასწავლებლების ხელმძღვანელობით გადაადგილდებოდნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, თამაში ფრედ დასრულდა, აქტივობა კი ხალისიანი და საინტერესო გამოვიდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს