გალავნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო წიკლაურმა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტსა თუ აქტივობაში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
მცხეთის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ინგლისური ენის მართლწერის რეგიონული კონკურსი მცხეთაში 2023“ ფინალური რაუნდი ჩატარდა. მასში გალავნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო წიკლაური ჩაერთო. მან შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა, ღირსეულად იასპარეზა და საპრიზო - მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ფინალი წეროვნის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა, მასში 50 ფინალისტი მონაწილეობდა. ისინი ორ კატეგორიაში ასპარეზობდნენ: მე-8 - მე-9 კლასები და მე-10 - მე-11 კლასები.
სასკოლო საზოგადოება ნინო წიკლაურის მიღწევით ამაყობს და ულოცავს.
„ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: