თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩვენებელი, სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს
17-05-2023
ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, VII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის - ირმა მიქელაძის ხელმძღვანელობით, საჩვენებელი, სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს. 

აქტივობის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ქიმიით დაინტერესება იყო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„სახალისო ექსპერიმენტები ბავშვს აძლევს საშუალებას შეიმეცნოს სამყარო და არა მარტო სამყარო, შეისწავლოს ის ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, რომლებიც უამრავია. სახალისო ექსპერიმენტები საშუალებას მისცემს გაანალიზოს ის პროცესები, რომელიც ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში ხდება და წარმოდგენა ჰქონდეს, რომელი ნივთიერებაა მავნე და რომელი არა, იცოდეს, როგორ მოიქცეს მათთან შეხებისას და ა.შ. ქიმია რთული, მაგრამ ლამაზი მეცნიერებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203