
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანიმე - „კეთილი ხელები“ გაახმოვანეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იდეის ავტორი: კონსულტანტ-მასწავლებელი - ბექა თოშხუა გახლდათ.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ვიდეო: