მარნეულის N6 საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო
17-05-2023

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. 

ბავშვებმა, პედაგოგთა დახმარებით, დიდი მონდომებითა და შემართებით დაასუფთავეს სასკოლო ეზო და გაალამაზეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები ჩაერთონ გარემოსდაცვით აქტივობებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203