მარნეულის N2 საჯარო სკოლაში 12V მზის პანელისა და ქარის გენერატორის მონტაჟი იგეგმება
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა, მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად, რეკრეაციული სივრცის დაგეგმარების საკითხი განიხილეს, ასევე მოსწავლეების მიერ მეორადი ნივთებისგან დამზადებული დასასვენებელი პარკის მაკეტის პრეზენტაცია მოეწყო.
ამასთანავე, მოსწავლეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და ენერგიის წყაროებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა მზის ენერგიაზე ისაუბრეს და სადემონსტრაციო მზის პანელის დახმარებით რამდენიმე 3v-იანი ნათურის ანთება მოახერხეს.
„მათემატიკის კლუბი“ და „სამოქალაქო და ეკოკლუბი - ჩვენი მომავლისთვის“, უახლოეს მომავალში სკოლაში გეგმავს 12v მზის პანელისა და ქარის გენერატორის მონტაჟს.
იხილეთ ფოტოები: