ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, პირველ კლასში, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნათია გოგოლაძემ გაკვეთილი თემაზე - „ბუნებრივი და ხელოვნური სხეულები“ ჩაატარა. მან, მშობელთა ჩართულობით, მოსწავლეები ბუნებაში გაიყვანა და აჩვენა ბუნებრივი სხეულები.
ასევე, მშობელთა ჩართულობით, მოსწავლეებმა პოლიეთილენისაგან დამზადებული სხეულები წარადგინეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობით ნარჩენებს სიცოცხლე აჩუქეს.
გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. მოსწავლეებს, წახალისების მიზნით, სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: